ზურაბ პატარაძემ დღეიდან 10 დღის ვადაში უმაღლეს საბჭოს მინისტრთა კაბინეტის წევრები უნდა წარუდგინოს. განათლების, სოფლის მეურნეობის, ჯანდაცვისა და ფინანსთა მინისტრების პოსტი ვაკანტურია. ვისზე შეჩერდება არჩევანი - ამის გამხელისგან პატარაძე თავს იკავებს. ამბობს, რომ მინისტრთა კაბინეტის შესახებ ინფორმაციას ექსკლუზიურად აჭარის ტელევიზიის მაყურებელი გაიგებს, თუმცა როდის - არ ვიცით.