ერთჯერადი 500 ლარიანი სტიპენდია შუახევში მცხოვრებ სტუდენტებს. ტარიელ ფუტკარაძის სახელობის ფულად დახმარებას მუნიციპალიტეტში მცხოვრები ბაკალავრიატის ოთხი სტუდენტი კონკურსის საფუძველზე მიიღებს. პროგრამაში ჩართვის მსურველი აუცილებლად უნდა იყოს შუახევში რეგისტრირებული და უნდა ქონდეს 91 ქულიანი აკადემიური მოსწრება ყველა საგანში.
პრეტენდენტების საბუთების მიღება უკვე დაწყებულია და 22 ნოემბერს დასრულდება. თვითმმართველობა სტუდენტების წამახალისებელი ჯილდო განათლების ხელშეწყობისთვის დააწესა. სამომავლოდ იგეგმება სტიპენდიანტ სტუდენტთა რაოდენობის გაზრდაა.