მემორანდუმი ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებული სწავლების სკოლასა და საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს შორის.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ძირითადი მიმართულებებია: ახალი ტექნოლოგიების შესწავლის ხელშეწყობა ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ბათუმის ტექნოპარკის ბაზაზე, კვალიფიციური ტრენერების რეკომენდირება სკოლის ბაზაზე ორგანიზებულ ტრენინგებისთვის ახალი ტექნოლოგიების მიმართულებით. ბათუმის ტექნოპარკის სივრცისა და სერვისების ხელმისაწვდომობა ფიზიკა-მათემატიკის სკოლის მოსწავლეებისთვის.