აჭარაში სტუდენტთა დახმარების ბიუჯეტი 400 ათასი ლარით გაიზარდა და 1200-ზე მეტი სტუდენტი დაფინანსდა. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ წარმატებულ სტუდენტებს თორნიკე რიჟვაძე შეხვდა.
პროგრამის მიზანი განათლების ხელმისაწვდომობის ზრდაა და 2021-2022 წლის გაზაფხულის და შემოდგომის სემესტრში სწავლა დაუფინანსდა ყველა იმ სტუდენტს, ვისი განაცხადიც აკმაყოფილებდა პროგრამით განსაზღვრულ მოთხოვნებს.