ბათუმის ცენტრალური პარკის განახლების სამუშაოები. მერიის ინფორმაციით, ტერიტორიაზე 300-მდე ახალი საბაღე სკამი ეტაპობრივად განთავსდება, მათ შორის სანათიანიც.
პარალელურად იგეგმება 10-მდე საბაღე მონუმენტისა და 80 ახალი სანაგვე ურნის დადგმა.
უწყებაში ამბობენ, რომ ტბის ირგვლივ დასრულდა განათების ახალი სისტემის მონტაჟიც.
ცენტრალური პარკის განახლებისთვის მილიონი ლარია გამოყოფილი.