აჭარაში კოვიდის გამო ონლაინ სწავლებაზეა გადასული 93 კლასი - არც ერთი სკოლა დახურული არ არის 

05 ნოემბერი 2021, 11:39 1141 ნახვა

აჭარის განათლების მინისტრის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების გამო ონლაინ სწავლებაზეა გადასული კერძო და საჯარო სკოლებში 93 კლასი.

მაია ხაჯიშვილის თქმით, ამ ეტაპზე არც ერთი სკოლა დახურული არ არის. 

''დღევანდელი მონაცემებით შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს​. მნიშვნელოვანი და ყურადღებამისაქცევია ის ფაქტი, რომ სხვადასხვა კერძო თუ საჯარო სკოლაში 93 კლასია დისტანციურ სწავლებაზე, ეს ნიშნავს იმას, რომ კიდევ უფრო ყურადღებით უნდა ვიყოთ, დავიცვათ რეგულაციები. ​მონიტორინგი კიდევ უფრო გამკაცრებულია და ამავდროულად,  მინდა ვთხოვო თითოეულ მოსწავლეს, მშობელს და მასწავლებელს, ყურადღებით მოეკიდონ რეგულაციების დაცვას, რომ შევძლოთ სასწავლო პროცესის სკოლებში წარმართვა'' - განაცხადა მაია ჯახიშვილმა. 

დღეს აჭარაში კოვიდის 217 ახალი შემთხვევა დადსტურდა. 

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი