სამუშაო შეხვედრა ქედის მერიაში. აჭარის მთვარობის ინფორმაციით, შეხვედრაზე ინფრასტრუქტურული, სოციალური პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს, მოგვიანებით კი თორნიკე რიჟვაძე მუნიციპალიტეტში მიმდინარე პროექტებს გაეცნო. სოფელ წონიარისში დასრულდა ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა.
მიმდინარეობს ახოს, ვაიოს, გეგელიძეების საჯარო სკოლების და დაბა ქედის საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია.
საჯარო სკოლები მზის მიკრო ელექტროსადგურებით აღიჭურვება. დასრულდა სოციალური სახლის მშენებლობა.