სააკაშვილი შიმშილობას აგრძელებს

03 ნოემბერი 2021, 14:03 736 ნახვა

რუსთავის მეთორმეტე პენიტენციურ დაწესებულება მიხეილ სააკაშვილს უფლებადამცველებმა ცოტა ხნის წინ დატოვეს. აცხადებენ, რომ საჭიროა ექსპრეზიდენტის საავადმყოფოში გადაყვანა,  რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმდება.

აგრეთვე ამბობენ, რომ 10 ნოემბერს ჩანიშნული სასამართლო პროცესები შეიძლება დისტანციურ რეჟიმში გაიმართოს,  რადგან ექსპრეზიდენტი საზოგადოებაში არ გამოჩნდეს. ასევე ციხე დატოვა ვალერი გელბახიანმაც.

ჯერ-ჯერობით უცნობია, ის დაიცავს თუ არა პრეზიდენტის უფლებებს.  მას მიხეილ სააკაშვილმა წერილი გამოატანა, სადაც ის ემიგრანტებს მიმართავს ჩამოვიდნენ საქართველოში და ერთად გააპროტესტონ ქვეყანაში განვითარებული მოვლენები.

მაშინ, როცა დაიწყება სამართლებრივი პროცესი ვალერი გელბახიანი მზად არის ჩაერთოს. ასევე ამ წუთებში ყოფილ პრეზიდენტთან შესულია კლინიკა ვივამედის  ერთ-ერთი ექიმი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი