სააკაშვილი თვლის, რომ ვიდრე საკონსტიტუციო კენჭისყრები არ იქნება, დეპუტატებმა მანდატების დატოვებისგან თავი უნდა შეიკავონ - ხერხეულიძე

02 ნოემბერი 2021, 16:34 805 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი თვლის, რომ ვიდრე საკონსტიტუციო კენჭისყრები არ იქნება, მანდატების დატოვებაზე თავი შევიკავოთ, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მონახულების შემდეგ განაცხადა.

მისივე თქმით, მანდატების დატოვების შემთხვევაში, სააკაშვილი ხედავს რისკს, რომ თანაგუნდელებთან კომუნიკაცია შეეზღუდება და თვლის, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრამდე, მანდატების დატოვებაზე თავი შეეკავებინათ.

"მე დღეს მასთან ვიყავი და ახლა გამოვედი, მხოლოდ იმის მეშვეობით შევძელი, რომ მე მაქვს საქართველოს პარლამენტის მანდატი. ეს შესაძლებლობა მთლიანად კვდება და ის ამაში ხედავს ძალიან დიდ რისკს, როდესაც მის თანაგუნდელებთან მთლიანად ეხერგება კომუნიკაციის გზა. ასევე, მეორე არის საკონსტიტუციო კენჭისყრებთან დაკავშირებით. პირდაპირ მის სიტყვებს ვიმეორებ, ეს არის ვალდებულება ქართველი ხალხის წინაშე და ეს ჩასატარებელი გვაქვს. ის, რომ ჩვენ ბოიკოტის რეჟიმში ვრჩებით და არც საპარლამენტო, არც საკომიტეტო მუშაობაში მონაწილეობას არ მივიღებთ, ეს ასე იქნება, სააკაშვილი არის იგივე პოზიციაზე, მაგრამ ეს ორი ფაქტორი დასაკმაყოფილებელია. თვლის, რომ ვიდრე საკონსტიტუციო კენჭისყრები არ იქნება, თავი შეგვეკავებინა მანდატების დატოვებაზე“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.

მისივე განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს უკვე სერიოზული სისუსტე აღენიშნება, თუმცა შიმშილობასთან დაკავშირებით მისი პოზიცია უცვლელია. 

გუშინ მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა წერილი, სადაც ნათქვამია, რომ მისი რჩევა იქნება ყველა თანამებრძოლისა და წესიერი ხალხისადმი პარლამენტში, მიბაძონ მამუკა ხაზარაძეს და დატოვონ პარლამენტი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში