სტამბოლი-ჰამბურგის რეისზე მამაკაცი გარდაიცვალა

02 ნოემბერი 2021, 09:54 740 ნახვა

ავიაკომპანია „პეგასუსის“ სტამბოლი-ჰამბურგის რეისზე გარდაცვლილი მამაკაცი კორონავირუსით იყო ინფიცირებული, – ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული მედია ავრცელებს. გამოცემა „შპიგელი“ წერს, რომ 51 წლის მამაკაცი რეისის შესრულების დროს გარდაიცვალა. ის გერმანიის მოქალაქე იყო.

პოლიციის ცნობით, მამაკაცი მარტო მგზავრობდა. მისი გარდაცვალება დანარჩენმა მგზავრებმა ვერ გაიგეს, რადგან ფიქრობდნენ, რომ ეძინა.  

ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადასტურა, რომ გარდაცვლილს კორონავირუსი ჰქონდა. ვარაუდობენ, რომ მამაკაცს სხვა სერიოზული დაავადებებიც ჰქონდა.

 ჯერჯერობით უცნობია, როგორ აღმოჩნდა თვითმფრინავის ბორტზე ინფიცირებული პირი, რადგან თურქეთიდან გერმანიაში გამგზავრების წინ სავალდებულოა „პისიარ“ ტესტის უარყოფითი პასუხისა და ვაქცინაციის დამადასტურებელი ცნობის წარდგენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი