საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდა

04 დეკემბერი 2016, 00:00 3186 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობა პარტია ”ქართული ოცნების” ოფისში მთავრობის ეკონომიკურ გუნდს შეხვდა.  შეხვედრას პარტიის თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და ”ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე ესწრებოდნენ. საპარლამენტო უმრავლესობის წევრების ინფორმაციით, საუბრის მთავარი თემა პარლამენტში წარდგენილი 2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვარიანტი და ის ახალი ფინანსურ-ეკონომიკური ინიციატივები იყო, რომლითაც მთავრობა გამოვიდა. განხილვის საგანი იყო ასევე ლარის გაცვლითი კურსი და ამ მიმართულებით გადასადგმელი ნაბიჯები. გარდა ამისა, კვირიკაშვილმა დეპუტატებთან ბრიუსელში გამართული შეხვედრების შესახებ ისაუბრა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი