ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი, მე ამ ქალაქის უმრავლესობამ ამირჩია - კახა კალაძე 

31 ოქტომბერი 2021, 12:18 882 ნახვა

ყოველთვის ვიქნები თბილისში მცხოვრები უკლებლივ ყველა ადამიანის მერი - განაცხადა კახა კალაძემ, „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

„ჩემთვის არ არსებობს ორი თბილისი, მე ამირჩია ამ ქალაქის უმრავლესობამ და ყველგან და ყოველთვის ვიქნები თბილისში მცხოვრები უკლებლივ ყველა ადამიანის მერი, თითოეული მოქალაქის, ჩვენი დედაქალაქისა და ქვეყნის ინტერესების დამცველი. ამ არჩევნებით მჯერა საბოლოოდ დავასრულებთ დესტრუქციას, ერთმანეთისა და ქვეყნის მტრობაში გადაზრდილ დაპირისპირებას, ზიზღს, ბოღმასა და რევანშის წადილს. ჩვენ ქვეყანას არ აქვს და არ უნდა ჰქონდეს ამაზე დასაკარგი დრო,'' - აღნიშნა კახა კალაძემ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი