ამომრჩევლებს ქონდათ კონკრეტული დავალება, რომ შემოხაზულ ბიულეტენზე გადაეღოთ ფოტოსურათი და გაეგზავნათ "ქართული ოცნების" შტაბში - მირდატ ქამადაძე

30 ოქტომბერი 2021, 20:31 1072 ნახვა

''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' წევრის მირდატ ქამადაძის განცხადებით ბათუმში საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობდა, ძირითადი დარღვევა კი ამომრჩევლის ნების კონტროლი იყო.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა, სპეცბრიფინგზე ფოტომასალა წარმოადგინა. ქამადაძის მტკიცებით, ამომრჩევლებს ქონდათ კონკრეტული დავალება - შემოხაზულ ბიულეტენზე გადაეღოთ ფოტოსურათი და გაეგზავნათ "ქართული ოცნების" შტაბში.

"დღის განმავლობაში, ბათუმში, დარღვევებით მიმდინარეობდა პროცესი და ძირითადი დარღვევა ამომრჩევლის ნების კონტროლი იყო. ეს ხდებოდა მოსყიდვით, ზეწოლით და შანტაჟით. ასევე ზეწოლას განიცდიდნენ საჯარო მოხელეები და საბიუჯეტო დაფინანსებაზე მყოფი ადამიანები. მათ დავალება ქონდათ ხელმძღვანელებისგან, რომ საარჩევნო უბანზე შემოხაზული ბიულეტენისთვის გადაეღოთ ფოტოსურათი და გაეგზავნათ ,,ქართული ოცნების'' შტაბში. 

ამომრჩეველთა დიდმა ნაწილმა ეს შეასრულა, ოღონდ,  შემდეგ ხდებოდა გადახაზვა "ქართული ოცნების" კანდიდატის და ხდებოდა მათთვის სასურველი კანდიდატის შემოხაზვა. ეს მტკიცებულებები გვაქვს ხელთ.

რაც მიუთითებს იმაზე, რომ ამომრჩევლის ნების კონტროლი ტოტალურად მიმდინარეობდა, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ "ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბიდან გაიცა დავალება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებზე, რომ მსგავსი ბიულეტენები გამოცხადდეს ბათილად და ის არ ჩაეთვალოს ოპოზიციურ კანდიდატს" - განაცხადა მირტად ქამადაძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში