ზუგდიდში ანი წითლიძე დააკავეს

30 ოქტომბერი 2021, 17:46 1717 ნახვა

ზუგდიდში, 21-ე საარჩევნო უბანთან ხმაური და დაპირისპირება იყო. სამართალდამცველებმა ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობის'' ადგილობრივი ოფისის ლიდერი, ანი წითლიძე ძალის გამოყენებით გაიყვანეს უბნის ტერიტორიიდან. 

ანი წითლიძე პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. მასთან ერთად დააკავეს კიდევ ერთი პირი. 

''დაგვაკავეს მე და ჩემი წარმომადგენელი უბანზე იმის გამო რომ არ დავუშვით კარუსელი.

იყავით ფხიზლად უბნებზე და იბრძოლეთ!

ყველაფერი იქნება მაგრად მალე შემოგიერთდებით!'' - დაწერა სოციალურ ქსელში წითლიძემ. 

დაკავებამდე კი 21-ე უბანთან „ნაციონალური მოძრაობის” წევრ ანა წითლიძესა და „ქართული ოცნების” დამკვირვებელ თინა კაკაჩიას შორის დაპირისპირება მოხდა.

დაპირისპირება წიგნაკის დაკარგვას მოჰყვა, რომელიც კაკაჩიას ეკუთვნოდა. უფრო კონკრეტულად, ანა წითლიძემ უბნის გარეთ, ჟურნალისტებთან წარმოადგინა „ბლოკნოტი”, რომელშიც მისივე ინფორმაციით, მოცემულია საჯარო მოხელეების სახელები და გვარები, რომლებიც მმართველ პარტიას თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დახმარებას უწევენ. მაშინ როცა ანი წითლიძე სახელებსა და გვარებს კითხულობდა, ადგილზე მივიდა თინა კაკაჩია, რომელმაც კითხვა დაუსვა წითლიძეს, თუ საიდან აღმოჩნდა მისი "ბლოკნოტი" წითლიძის ხელში. სიტყვიერი დაპირისპირება სწორედ ამის შემდეგ მოხდა.

​''კარუსელის დატრიალების მცდელობა იყო, უბანზე მივედით და კატეგორიულად ვითხოვეთ, ამის აღკვეთა. პოლიცია გამოვიძახე. უბანზე კომისიის ერთი წევრი ჩაიკეტა ოთახში ბიულეტენებთან ერთად და მთელი ნახევარი საათი ჩაკეტილი იყო. პოლიცია მოვიდა და ჩვენი კომისიის წევრები გამოაძევეს უბნიდან.

ხელში ჩაგვივარდა ''ქართული ოცნების'' კომისიის წევრის ,,ბლოკნოტი'', სადაც სახლები და  გვარები იყო მითითებული საჯარო მოხელეების, მათი შვილების. იყო ჩამოწერილი თანხებიც, პირადი ნომრებიც'' - განაცხადა წითლიძემ. 

 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში