წინასაარჩევნო პერიოდში არსებული ვითარება განიხილა პრეზიდენტმა ევროპარლამენტის სადამკვირვებლო მისიასთან.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა ისაუბრეს პოლიტიკური გარემოს პოლარიზაციაზე და მის დაძლევაზე, ასევე ხაზი გაესვა პროცესში პრეზიდენტის ინსტიტუტის როლს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო ასევე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ჰუმანიტარული ვითარება.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების საკითხი საერთაშორისო საზოგადოების დღის წესრიგში ყველა დონეზე აქტუალურად განიხილებოდეს.