ხვალ საქართველოში თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მერებს მოსახლეობა 20 ქალაქში აირჩევს.
მერის არჩევნების მეორე ტური აჭარაში ორ ოლქში, ბათუმსა და ხელვაჩაურში გაიმართება, სადაც ერთმანეთს გაერთიანებული ოპოზიციის და ქართული ოცნების კანდიდატები დაუპირისპირდებიან.
გარდა ამისა ხულოში, ქედასა და ხელვაჩაურში ჯამში 5 მაჟორიტარულ ოლქში გაიმართება მეორე ტური, სადაც მოსახლეობა მაჟორიტარ დეპუტატს აირჩევს.