კვლავ ინტენსიურად თოვს მაღალმთიან აჭარაში. ამ დროისთვის მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი ნახევარ მეტრს აღწევს. ნალექმა დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც შუახევისა და ხულოს მოსახლეობის ნაწილს დენი, რამდენიმე საათიანი შეფერხებით მიეწოდებოდა.