მომავალი წლიდან ავტომობილებში CO-ს შემცველობაზე კონტროლი მკაცრდება 

28 ოქტომბერი 2021, 18:11 792 ნახვა

2022 წლიდან საქართველო ევროპულ სტანდარტზე გადადის, რაც ნიშნავს, რომ CO-ს შემცველობა გამონაბოლქვში ძრავას უქმ სვლაზე იქნება 0,5% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით 0,3%.

აღნიშნულთან დაკავშირებით ცვლილებები მთავრობის 510-ე დადგენილებაში შესულია და ამოქმედდება 2022 წლის 1 იანვრიდან.

ცვლილებები შეეხება ავტომობილებს, რომლებმაც პირველადი რეგისტრაცია გაიარეს 2020 წლის 1 აპრილამდე.

"დეკემბრის ჩათვლით განხორციელებული ტექნიკური ინსპექტირებისას გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0,6% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ-ისა) – 0.6%; 2022 წლის 1 იანვრის შემდგომ გამოიყენება შემდეგი კოეფიციენტი: ძრავას უქმ სვლაზე – 0,5% და ძრავას უქმ სვლაზე მაღალი ბრუნთა რიცხვით (არანაკლებ 2 000 ბრ/წთ) – 0.3%"-წერია მთავრობის 510-ე დადგენილებაში.

იმ სატრანსპორტო საშუალებებისთვის, კი რომლებმაც საქართველოში პირველადი რეგისტრაცია 2020 წლის აპრილიდან გაიარეს, მოქმედებს ევროპული სტანდარტი 0,5% და 0,3%, ამასთანავე მოწმდება კოეფიციენტი ლამბდა, რომელიც კავშირშია კატალიზურ კონვერტორთან.

2022 წლამდე გადავადდა მხოლოდ მსუბუქი ავტომობილებისთის ცეცხლმაქრის, პირველადი სამედიცინო ყუთისა და უსაფრთხოების სამკუთხედის ქონის ვალდებულებაც.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი