ვითარება საოკუპაციო ხაზთან

28 ოქტომბერი 2021, 14:07 753 ნახვა

“სამწუხაროა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი რუსეთის თავდაცვის ძალების კონტროლქვეშ არის მოქცეული. ესტონეთი ყველაფერს აკეთებს საქართველოს გამთლიანებისთვის." – ეს განცხადება სოფელ ოძისში საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ესტონეთის თავდაცვის მინისტრმა გააკეთა, რომელიც საოკუპაციო ხაზს ეწვია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა კალე ლაანეტს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა ოკუპაციის შედეგად ადგილზე არსებულ მძიმე ვითარების შესახებ: რუსეთის მიერ გატარებულ დესტრუქციულ ნაბიჯებზე, მათ შორის ოკუპაციაზე, ანექსიისკენ მიმართულ პოლიტიკასა და დეზინფორმაციაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი