მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულმა ცენტრმა სამოქალაქო განათლების მასწავლებლებისთვის ტრენინგ-მოდულის „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობა“ განხორციელება დაიწყო. ტრენინგის დასრულების შემდეგ, პედაგოგებს ბულინგისა და ძალადობის მსხვერპლის იდენტიფიცირება შეეძლებათ. ამ ეტაპზე 334 მასწავლებელი გადამზადდება, მიზანი სკოლაში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის ხელშეწყობაა.