ქართული ოცნების აქცია თბილისში

27 ოქტომბერი 2021, 19:32 1874 ნახვა

არჩევნების მეორე ტურამდე 3 დღით ადრე „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი აქცია თბილისში. არჩევანი არა ორ პოლიტიკურ პარტიას შორის, არამედ „სამართლიანობასა და უსამართლობას, სიკეთესა და ბოროტებას, მშვიდობასა და ქაოსს, ზრუნვასა და ჩაგვრას, განვითარებასა და რეგრესს, ქვეყნის მომავალსა და წარსულში დაბრუნებას შორის“ - ასეთი იყო დღეს, მმართველი პოლიტიკური პარტიის ლიდერების განცხადებები ტრიბუნიდან. "ქართული ოცნების" შემაჯამებელ საარჩევნო შეკრებას, რეგიონებიდან ჩასულ რიგით მოქალაქეებთან ერთად, საზოგადოებისთვის ცნობადი სახეებიც შეუერთდნენ. როგორც ამბობდნენ, ყველა საერთო იდეით შეიკრიბა. სახელისუფლებო პარტიის წევრებმა, საზოგადოების ნაწილს მოუწოდეს,  ნუ მიაყენებენ იმ ადამიანებს შეურაცხყოფას, ვინც დღეს აქციაზე მივიდა.

მარიამ ურუშაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი