სააკაშვილს ადვოკატები ხვდებიან

26 ოქტომბერი 2021, 11:50 951 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი უკვე 26-ე დღეა შიმშილობს. მის მოსანახულებლად დღესაც შევიდა მისი ადვოკატი. გიორგი გელხაური რუსთავის ციხიდან გამოსვლის შემდეგ გააკეთებს განცხადებას ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.  

ადვოკატი აცხადებს, რომ  სააკაშვილი თანახმაა  ჰოსპიტალიზაციისთვის, თუმცა იგი უარს აცხადებს  გლდანის მე-18 დაწესებულებაში გადაყვანაზე.  მისი სურვილია გადავიდეს ნებისმიერ მრავალპროფილურ კლინიკაში. 

პატიმრის უფლებადამცველი ამბობს, რომ მე-18 დაწესებულებას კვალიფიციური სამედიცინო მომსახურებისთვის შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა არა აქვს.

სააკაშვილის ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებით მედიასთან კომენტარი გააკეთა ჯანდაცვის მინისტრმაც. ეკატერინე ტიკარაძის თქმით, რეგულირების სააგენტო დღეს პენიტენციური დაწესებულების მზაობას შეისწავლის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი