რთული ფინანსური პრობლემები და მყიდველის გარეშე დარჩენილი ნამუშევრები - ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც პანდემიამ მხატვრებს შეუქმნა. ხელოვანები ამბობენ, რომ ვერც გამოფენებს აწყობენ და არც ნახატები იყიდება, ამ ფონზე კი სამუშაო მასალებზე ფასები მომატებულია. ბათუმელი მხატვრების ნაწილმა გამოსავლის ძიება დაიწყეს და ყოველკვირეული გამოფენის მოსაწყობად სამუშაო ფარეხი სამხატვრო სივრცედ აქციეს.