''ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ქართული ოცნებიდან უმაღლესი საბჭოს დეპუტატს საჯარო მოხელეებისთვის ბოდიშის მოხდისკენ მოუწოდებს. პარტიაში ადასტურებენ, რომ მათ ნამდვილად ჰქონდათ ერთმანეთში საჯარო მოხელეებთან დაკავშირებით ღია სატელეფონო კომუნიკაცია, თუმცა ირწმუნებიან, რომ ეს იყო ერთგვარი სატყუარა ხელისუფლებისთვის, რათა დაემტკიცებინათ, რომ ქვეყანაში კვლავ ტოტალური მოსმენებია და ხელისუფლება გადაწყვეტილებებს არა რეალური მოკვლევის არამედ ემოციების საფუძველზე იღებს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ ტიტე აროშიძემ გუშინდელი განცხადებით, საჯარო მოხელეებს შეურაცხყოფა მიაყენა და მათ მოსყიდულები უწოდა.
რეზო ხარაზი აცხადებს, რომ მეორე ტურის არჩევნების დასრულების შემდეგ ქვეყანაში პოლიტიკური ნიშნით ადამიანების სამსახურებიდან გათავისუფლება და შევიწროება დასრულდება. საქმე ეხება უმაღლესი საბჭოს წევრის ტიტე აროშიძის გუშინ ერთიანი ნაციონალური მოძრაობის აქციის დაწყებამდე გაკეთებულ განცხადებას, სადაც მმართველი გუნდის წევრმა აღნიშნა, რომ ჰქონდა ინფორმაცია, თითქოს, ოპოზიციის აქციაზე რამდენიმე საჯარო მოხელის წარდგენა იგეგმებოდა, რომლებიც მისი თქმით, იყვნენ მოსყიდულები.