სოფელ ჭინკაძეებში მდებარე ორსაუკუნოვანი მეჩეთის აღდგენა ადგილობრივმა მუსლიმმა მრევლმა სამუფთოს დახმარებით დაიწყო. შედეგად, ხის ნაგებობაში მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრები და ბეტონის კიბეები ჩასვეს. მეჩეთს კი 2006 წლიდან კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი აქვს. ქედის რაიონში დაწყებული სამუშაოების შეჩერებას ითხოვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო.