"თავისუფლება მიშას" – ბანერი ამ წარწერით ნაციონალური მოძრაობის ხელვაჩაურის მერობის კანდიდატმა მიშა ბოლქვაძემ და მხარდამჭერებმა თოდოგაურის ხიდზე გადმოფინეს.
ბანერები ქართული ოცნების ხელვაჩაურის მერობის კანდიდატის ზაზა დიასამიძის საარჩევნო ბანერზე იყო გადმოფენილი, რის გამოც აქცია-პერფორმანსი მოქალაქეების ნაწილმა გააპროტესტა, პოლიციას ადგილიდან ერთი პიროვნების განრიდებაც მოუწია.
მიშა ბოლქვაძის თქმით, წინასაარჩევნო პერიოდში ქართული ოცნების მხარდამჭერებმა მისი ბანერი დააზიანეს, თუმცა პროტესტის ეს ფორმა ანგარიშსწორება არ არის.