მეწყრის შედეგად დაზიანებული და ამორტიზებული გვარა-ხუცუბნის დამაკავშირებელი შიდა სასოფლო გზა.
მოსახლეობა ამბობს, რომ წელს გზა მესამედ დაზიანდა, მათი თქმით, თუ პრობლემა დროულად არ მოგვარდა და გამაგრებითი სამუშაოები არ დაიწყება, შესაძლოა საფრთხე გზასთან მდებარე საცხოვრებელ სახლებსაც დაემუქროს, სადაც ბზარები იზრდება. საგზაო დეპარტამენტმა პირველადი გეოლოგიური დათვალიერება გზაზე უკვე ჩაატარა, თუმცა საბოლოო პასუხები ჯერ არაა ცნობილი.
უწყების ქობულეთის განყოფილების უფროსი აცხადებს, რომ გზის ეს მონაკვეთი ბალასტით ეტაპობრივად ივსება, გეოლოგიურ დასკვნამდე კი მძიმე ტექნიკით მუშაობას და გამაგრებით პროცედურებს ვერ დაიწყებენ.
რაც შეეხება საცხოვრებელი სახლების და საკარმიდამო მიწის ნაკვეთების მდგომარეობას, აქ პირველადი გეოლოგიური კვლევა ქობულეთის მერიას ჯერ არ ჩაუტარებია.