"მეგობრობის ძალა" - ხელვაჩაურის თოჯინების თეატრის სპექტაკლის პრემიერა მუნიციპალიტეტის ხელოვნების ცენტრში გაიმართა.
რეჟისორმა თამაზ ბოლქვაძემ წარმოდგენა ვახტანგ ახვლედიანის პიესის მიხედვით დადგა.
სპექტაკლის პრემიერა კოვიდ რეგულაციების დაცვით ჩატარდა და მას სკოლების მოსწავლეები დაესწრნენ.