ჯერ ისევ ეძებენ მამაკაცს რომელმაც გუშინ ე.წ ნარკოლოგიურ საავადმყოფოსთან ბათუმში 44 წლის კაცი მოკლა. შსს-ში არც იმას ამბობენ, დადგინდა თუ არა მკვლელის ვინაობა. გამოძიება 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
თვითმხილველთა ინფორმაციით, მოკლულის მიმართულებით ნიღბიანმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა და მიიმალა.
დაჭრილი კაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მას სიცოცხლისთვის შეუთავსებელი ჭრილობები აღმოაჩნდა.