დღის საათებში ბათუმში, შუა ხნის კაცი ჩაცხრილეს. თვითმხილველებმა, ბათუმის ნარკოლოგიური ცენტრის ეზოს მიმდებარედ, შავი ფერის ავტომობილი შენიშნეს, საიდანაც შენიღბული მამაკაცი გადმოვიდა,რომელმაც რამდენჯერმე გაისროლა. მოტივი არავინ იცის, ვერსიები კი არაერთგვაროვანია.