2 ლარი 55 თეთრი-ასეთია ეროვნული ბანკის ახალი მონაცემები დოლართან მიმართებაში, რომელიც ერთი საათის წინ გამოქვეყნდა. ცვლილების მიხედვით, ლარი მცირედით, სამი თეთრით გამყარდა. ლარი გამყარების ტენდენციით ხასიათდება ,,ბლუმბერგის“ ელექტრონულ სავაჭრო სისტემაში. ექსპერტების ნაწილი ლარის გაუფასურების მიზეზად ეროვნული ბანკის არასწორ პოლიტიკასა და მთავრობის მიერ დაულაგებელ მაკროეკონომიკას ასახელებს. მეორე ნაწილი კი აჟიოტაჟურ და პანიკურ ფონს უკავშირებს. ისინი დამაიმედებელ პროგნოზებს ვერ აკეთებენ და მთავრობას სწორი ნაბიჯის გადადგმისკენ მოუწოდებენ. ექსპერტები გუშინ კომერციული ბანკების მიერ კურსის ხელოვნურ ცვალებადობასაც გამოეხმაურნენ.