არასამთავრობო ორგანიზაციები დღეს მორიგ რიგით დახურულ შეხვედრას ევროკავშირის წარმომადგენლობაში გამართავენ. სამართლიანი არჩევნების ლიდერის ნინო დოლიძის განცხადებით, განსახილველი საკითხი არჩევნების მეორე ტურის გამოწვევები და წინასაარჩევნო გარემო იქნება.
როგორც განმარტავს , თვითმმართველობის არჩევნების წინა პერიოდი საკმაოდ დაძაბულია, სადაც პოლარიზაციასა და დაპირისპირების შემთხვევებს აქტიურად ხედავენ, მათ შორის სოციალური ქსელების მეშვეობითაც.
იმისთვის, რომ მეორე ტურმა ნაკლები პრობლემებით ჩაიაროს მათ აქტიური და მჭიდრო კავშირი აქვთ ევროკავშირთან, გასცემენ რეკომენდაციებსაც.