ხულოში თოვს. თოვლის საფარი მაღალი ზონის სოფლებში 10 სმ-ს აღწევს, ხოლო გოდერძის უღელტეხილზე 20 სმ-ია. უამინდობის გამო ელექტრო ენერგია არ მიეწოდება რიყეთის ადმინისტრაციულ ერთეულს. მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გადაადგილება შესაძლებელია ნებისმიერი ტიპის ავტოტრანსპორტისათვის. შეზღუდვები მოქმედებს გოდერძის უღელტეხილზე. გათოვდა შუახევის მაღალ სოფლებშიც, სადაც თოვლის საფარი 3-6 სმ აღწევს. ამ დროისათვის უამინდობას შუახევის მუნიციპალიტეტში პრობლემები არ შეუქმნია.