„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა მეორე ტურში კანდიდატურა უნდა მოხსნას - აცხადებენ ნაციონალურ მოძრაობაში.
რეზო ხარაზი ირწმუნება, რომ არჩილ ჩიქოვანის მიმართ არსებობს სისხლის სამართლის დანაშაულები, რომლებიც პროკურატურამ თაროზე შემოდო და ოპოზიციის მიმართვის მიუხედავად არ ასაჯაროვებს.
,,არჩილ ჩიქოვანმა კი არა, კანდიდატურა უნდა მოხსნას გიორგი კირთაძემ“ - ასეთია ნაციონალური მოძრაობის ბრალდებებზე ,,ქართული ოცნების“ პასუხი.
ტიტე აროშიძე აცხადებს, რომ ოპოზიციის მერობის კანდიდატი 1 ლარად გასცემდა ქონებებს და სწორედ მის მიმართ უნდა არსებობდეს კითხვის ნიშნები და არა არჩილ ჩიქოვანის მიმართ. ამასთან ,,ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი ირწმუნება, რომ სისხლის სამართლის ტიპის დანაშაულებები ენმ-ს ხელწერაა, რისთვისაც აროშიძის თქმით, მიხეილ სააკაშვილი საპატიმროშია.