აჭარაში ვაქცინაციის ტემპი შემცირებულია. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი დარბაზი ფაქტობრივად ცარიელია.
კლინიკის ხელმძღვანელის განცხადებით, ტენდენცია კლებისკენ მიდის.
გია კიკაბიძის ინფორმაციით, აგვისტოში მაღალი მიმართვიანობა იყო და თვეში 20 000-მდე მოქალაქე აიცრა, შედარებით ნაკლები 13 000 სექტემბრში, ოქტომბრის მონაცემებით კი ვაქცინა 2 700 მოქალაქემ გაიკეთა.
''რისი ბრალია ვერ გეტყვით. ანტივაქსერები არ მოდიან და არ იცრებიან, მაგრამ საკმაო რაოდენობით ადამიანი აიცრა. აჭარაში პროცენტულად ყველაზე მეტი მოქალაქეა ვაქცინირებული'' - ამბობს გია კიკაბიძე.
აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სულ აცრილია 219 272 ადამიანი, მათ შორის II დოზა - 101 164.
აჭარაში 9 ადამიანმა უკვე გაიკეთა ე.წ. ბუსტერ დოზა.
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის 33.3 %, ხოლო ორი დოზით 28.5 %.