ამერიკის შეერთებული შტატები სრულად ვაქცინირებული ვიზიტორებისთვის პანდემიის გამო დაწესებულ სამოგზაურო შეზღუდვებს 8 ნოემბრიდან ხსნის.
ამერიკული მედიის ცნობით, ისტორიაში პირველად ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრები მსოფლიო მოსახლეობის დიდი ნაწილისთვის 21 თვით იყო ჩაკეტილი. ამერიკაში შესვლისთვის აუცილებელია მოქალაქე სრულად იყოს ვაქცინირებული ამერიკის წამლისა და საკვების ან ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ აღიარებული რომელიმე ვაქცინით.