არქეოლოგიური გათხრების შედეგად მაჭახლის ხეობაში სოფელ სინდიეთში ისტორიული არტეფაქტები- ღია ტიპის მარანი აღმოაჩინეს. გათხრების შედეგად ნაპოვნია 12 სხვადასხვა ტიპისა და ზომის ქვევრი. აღმოჩენები წინასწარი ვერსიით, მე-12 მე-16 საუკუნეებით თარიღდება. ამ დროისთვის მარნის ცენტრალური ნაწილია აღმოჩენილი და სამომავლოდ ადგილზე სიღრმისეული კვლევების ჩატარება იგეგმება.