უმაღლესმა საბჭომ მთავრობას 2017 წლის ბიუჯეტის პროექტის შენიშვნების პაკეტი გადაუგზავნა. დოკუმენტი წინა მოწვევის უმაღლესმა საბჭომ მოქმედი დეპუტატების ჩართულობით განიხილა. დეპუტატებმა 60-მდე შენიშვნა დააფიქსირეს, რომელიც ძირითადად კაპიტალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებს ეხება. აღმსარულებელმა ხელისუფლებამ ბიუჯეტის პროექტის ჩასწორებული ვარიანტი საკანონმდებლო ორგანოს 2 კვირის ვადაში ისევ უნდა დაუბრუნოს. რეგიონის მომავალი წლის ბიუჯეტი 238 მილიონ ლარს შეადგენს.