საკრებულოს სხდომა

01 დეკემბერი 2016, 00:00 1917 ნახვა

ბათუმის საკრებულომ 2014 წლის 30 აპრილის განკარგულებაში ცვლილება შეიტანა, რომლის მიხედვითაც  ე.წ კაფე რვაფეხას, აჭარის  ფინანსთა და ეკონიმიკის სამინისტრო ''ჰილტონს” აღარ გადასცემს.   გარდა ამისა საკრებულომ მერიას უფლება მიანიჭა განკარგოს ის თანხა , რომელიც მაიაკოვსკის ქუჩაზე ავარიული სახლის აღდგენისთვის იყო განკუთვნილი.  საუბარია 430 ათას 585  ლარზე,  რომელიც  ავარიულ კორპუსში მცხოვრებ 33 ოჯახს გადაერიცხება. თავის მხრივ ისინი ამ თანხას იმ ინვესტორს  გადაუხდიან, რომელიც  ავარიული სახლის სანაცვლოდ  მათ ბინებით დააკმაყოფილებს.  დღესვე საკრებულოს გადაწყვეტილებით B მერიამ  ადლიაში  მდებარე საკუთრებაში არსებული 2500 კვადრატული მეტრი მიწის ფართობი სახელწიფო უსაფრთხოების სამსახურს გადასცა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი