საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რომ ტერიტორია დროულად გაწმინდონ.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, გამოძიება რამდენიმე ვერსიაზე მუშაობს.
ძალიან სამწუხარო, ტრაგიკული ამბავი მოხდა, ჩვენი სამსახურები, მაშველები ყველაფერს აკეთებენ, რომ დროულად გაწმინდონ ტერიტორია. არსებული ინფორმაციით, იქ 10-დან 15 ადამიანამდე არის მოყოლილი. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დროულად მოხდეს სიტუაციის დარეგულირება.
დაახლოებით 300 მაშველი მუშაობს, მათ ყველა საშუალება აქვთ, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაო. გამოძიება მიმდინარეობს და დაადგენს ყველაფერს. არის რამდენიმე ვერსია. ჩვენ ყველა კითხვას გავცემთ პასუხს.
მოვისმინე შინაგან საქმეთა მინისტრისგან ვერსიები, მანაც განაცხადა საჯაროდ, თუმცა ჯობია დაველოდოთ გამოძიების შედეგებს. პირველ რიგში, უნდა ვილოცოთ, რომ ეს ადამიანები გამოვიდნენ ცოცხლები''- განაცხადა პრემიერმა.