საზოგადოებრივი ჯანდაცვა: ეპიდვითარება საფრთხილოა

07 ოქტომბერი 2021, 14:19 709 ნახვა

კორონავირუსის შემთხვევების გამო თბილისში 14 ბაღი დაიხურა, აჭარაში  ამ ეტაპზე მხოლოდ  33-ე ბაღმა შეწყვიტა სააღმზრდელო პროცესი.  აქ 2 აღსაზრდელს დაუდასტურდა კოვიდ -19, თუმცა საზოგადოებრივ ჯანდაცვის ცენტრში აცხადებენ, რომ  ამ მაჩვენებელმა მოდუნების საშუალება არ უნდა მისცეს მოქალაქეებს.

კოვიდის ერთეული შემთხვევები გამოვლინდა  რეგიონის საჯარო სკოლებშიც, რამდენიმე კლასი დისტანციურ სწავლებაზეა გადასული.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის რუსუდან შავიშვილის თქმით,  ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა აჭარაში საყურადღებოა. ბოლო 24 საათში აქ  ვირუსის 128 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 2 ადამიანი კი  გარდაიცვალა.

კლინიკაში 348, კოვიდ სასტუმროში 185,  ყველაზე მეტი პაციენტი კი  ბინაზე 704 მკურნალობს.  12 პაციენტის მდგომარეობა მძიმეა- ისინი მართვით სუნთქვაზე რჩებიან.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში