ქვეყნებს შორის რეგიონალური სატრანსპორტო და ლოგისტიკური კავშირების როლსა და საჭიროებაზე ისაუბრა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სტამბოლში, სადაც ტრანსკასპიური ოთხმხრივი მინისტერიალი მიმდინარეობს.
ღონისძიებას საქართველოს, თურქეთის, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის დელეგაციები ესწრებოდნენ.
მინისტრის თქმით, საქართველოს გავლით ტვირთების მოცულობის ზრდა ევროპა-აზიის სატრანსპორტო დერეფნის ზრდის პოტენციალზე მიუთითებს.