სენატორი შაჰინი: ქართველი ხალხი იმსახურებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს

06 ოქტომბერი 2021, 14:09 604 ნახვა

„თუ საქართველო დემოკრატიულ პრინციპებს არ დაიცავს, ამას ორმხრივ ურთიერთობაზე ცუდი გავლენა ექნება“ - თვითმმართველობის არჩევნებს ამერიკაში ეხმაურებიან. სენატორი ჯინ შაჰინი აცხადებს, რომ საარჩევნო პროცესი მხოლოდ არჩევნების დღე არ არის და ქართველი ხალხი იმსახურებს სამართლიან პროცესებს. 

„მაშინ, როცა მე შვება მომგვარა იმან, რომ არჩევნების დღემ ძირითადად მშვიდობიანად ჩაიარა და არჩევნები ტექნიკურად კარგად ადმინისტრირებული იყო, საქართველოს მთავრობა ვერ გადაფარავს მნიშვნელოვან შეშფოთებას საარჩევნო დარღვევების, დაშინების, ხმების მოსყიდვისა და კანდიდატებზე ზეწოლის გარშემო“, - თქვა სენატორმა შაჰინმა საქართველოში ჩატარებული თვითმმართველობის არჩევნების შესახებ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი