მომავალი ლიდერთა გაცვლითი პროგრამა ფლექსი გრძელდება.კონკურსის ფარგლებში ამჟამად ფინალისტების შესარჩევი ეტაპი მიმდინარეობს. საქართველოდან 80 მოსწავლე უნდა შეირჩეს, რომლებიც სწავლას ერთი წლის განმავლობაში შეერთებულ შტატებში გააგრძელებენ.პროგრამის მიზანია უზრუნველყოს კულტურულ გაცვლა ქართველებსა და ამერიკელებს შორის და მათ შორის მჭიდრო და გრძელვადიანი კავშირი დაამყაროს. კონკურსი 15 ოქტომბერს სრულდება. საქართველო ფლექსის პროგრამაში 29-ე წელია მონაწილეობს.