ცესკოს წინასწარი მონაცემებით ვიცით, რომ მერის ასარჩევად მეორე ტური იქნება ხელვაჩაურში. აქ საჭირო ხმათა რაოდენობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მოიპოვა.
რაც შეეხება საკრებულოს, სწორედ რამდენიმე მაჟორიტარული ოლქი იქნება გადამწყვეტი, როგორი კონფიგურაცია იქნება საკრებულოში, იქნება ისევ ''ქართული ოცნება'' უმრავლესობაში თუ პარტიები თანაბარი რაოდენობის მანდატს მიიღებს.