ე.წ ბუსტერ დოზების გაკეთებაზე იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს  

05 ოქტომბერი 2021, 12:57 625 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, ორ დღეში იმუნიზაციის საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც 12 წელს ზემოთ მოზარდების ვაქცინაციის საკითხსა და ე.წ ბუსტერ დოზებზე მიიღებენ გადაწყვეტილებას. 

'სხვანაირად ვერ გავაჩერებთ ამ ეპიდემიას, სანამ არ იქნება აცრილი კრიტიკული მასა. კრიტიკულ  მასად დღეს ითვლება მოსახლეობის 75-80%, ანუ დელტა შტამისთვის 60% აღარ არის საკმარისი. დღეს მივიღე დავალება და ვაქცინაციის სტატისტიკასთან დაკავშირებით დეტალური ანგარიში უნდა მოვამზადოთ'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი