ბათუმში დატბორილი ქუჩების ამოტუმბვითი სამუშაოები გრძელდება. „ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ცხელ ხაზზე 500-მდე შეტყობინება შევიდა. უცნობია რა ოდენობის ზარალი მიაყენა მოსახლეობას სტიქიამ. ბათუმის მერიაში 570-მდე განცხადებაა შესული.
„სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი საბჭო“ მათ მდგომარეობას სწავლობს.