გიორგი გახარია ბოლივით აორთქლდა, მან კარგად იცის, რომ მოღალატეა და თავის თავს ემალება - ირაკლი კობახიძე

04 ოქტომბერი 2021, 14:32 708 ნახვა

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიას პარტიასთან თანამშრომლობა გამორიცხულია. 

მან ყოფილ პრემიერს მოღალატე უწოდა.

„გახარიას პარტიასთან, მოღალატის პარტიასთან, რა თქმა უნდა, თანამშრომლობა გამორიცხულია. რაც შეეხება მის პოლიტიკურ პარტიას, ის აუცილებლად დაიშლება და მოიშლება ერთი მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ ვაანონსებდით, რომ არჩვენების შემდეგ ეს ადამიანი საზოგადოებას დაემალებოდა.

არჩევნების დასრულებიდან ორი დღეა და ის უბრალოდ არ ჩანს. ელემენტარული მადლობაც კი არ უთხრა იმ ასი ათას ადამიანს, ვინც მის პარტიას დაუჭირა მხარი. ბოლივით აორთქლდა ეს ადამიანი. რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს - მან ყველაზე კარგად იცის, რომ მოღალატეა და პირველ რიგში, თავის თავს ემალება ამ არგამოჩენით“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი