ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, შესაძლოა ბათუმში მერის არჩევნების მეორე ტური გაიმართოს. ერთმანეთს ორი საუკეთესო შედეგის მქონე კანდიდატი დაუპირისპირდება.
ცესკოს ცნობით, 105 საარჩევნო უბნიდან დათვლილია 78 საარჩევნო უბნის შედეგი, რაც რაოდენობის 74,29% შეადგენს.
წინასწარი მონაცემებით მეორე ტურში ერთმანეთს ''ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან'' გიორგი კირთაძე და ''ქართული ოცნებიდან'' არჩილ ჩიქოვანი დაუპირისპირდებიან.
გიორგი კირთაძემ 22 953 ხმა მიიღო, რაც - 42.04% შეადგენს.
არჩილ ჩიქოვანმა კი 22 560 ხმა მიიღო, რაც 41.32%-ია.