მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელები სხვა ვიდეო-მიმართვების გავრცელებას ელოდებიან. ამტკიცებენ, რომ ყოფილი პრეზიდენტი ნამდვილად საქართველოშია და ის საზოგადოებასთან არჩევნების დღეს გამოჩნდება.
ლელოში კი სახელმწიფო ინსტიტუტების ჩამოშლაზე საუბრობენ, იმ შემთხვევაში თუ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნება დადასტურდება. მამუკა ხაზარაძის განცხადებით, მთავარი ფოკუსი უნდა იყოს არჩევნები, რადგან, მისი თქმით, შემდეგ არ ინანონ. „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილი თანაგუნდელები კი ამბობენ, რომ სახელმწიფო სტრუქტურები დემორალიზებულებია.